Belive

კლოპიც არაბეთში? - გერმანელი ლორან ბლანის შეცვლის კანდიდატია

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საუდის არაბეთის მოქმედი ჩემპიონის, ალ-იტიჰადის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ლორან ბლანის გადადგომის შემდეგ, ვაკანტურ თანამდებობაზე იურგენ კლოპს განიხილავენ.

გერმანელი სპეციალისტი იმ მწვრთნელების ჩამონათვალშია, რომლებიც ტიტულოვანი არაბული გუნდის ინტერესთა სფეროში არიან.

Parsfootball-ის ინფორმაციით, ალ-იტიჰადის მთავარი მწვრთნელობის კანდიდატებს შორის ასევე ჩავი ერნანდესი, უნაი ემერი, ლუჩანო სპალეტი და სერჟიო კონსეისაუ განიხილებიან.

ჯერჯერობით, თავად კლოპის სურვილი უცნობია და არ არის გარკვეული, რამდენად სურს მას აქტიურ სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნება. ამ ეტაპზე, 58 წლის სპეციალისტი "რედ ბულის" საფეხბურთო გუნდების კონსულტანტად მუშაობს.

სხვა სტატიები