კლოპი: ,,ცუდად ვითამაშეთ და მეტს არ ვიმსახურებდით''
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,შედეგი კარგია, მეტს არ ვიმსახურებდით, მაგრამ თამაშის გაუმჯობესება შეგვიძლია. მატჩის მოგება შეგვეძლო, რადგან მეტი მომენტი გვქონდა, თუმცა, ალბათ, გამარჯვება არ დაგვიმსახურებია. ძალიან ცუდად ვითამაშეთ, განწყობა შეხვედრის სტარტიდანვე არასწორი იყო,'' - განაცხადა კლოპმა.პრემიერლიგის პირველ ტურში ,,ფულჰემმა'' ,,ლივერპულს'' უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. ,,მერსისაიდელები'' მომავალ მატჩს 15 აგვისტოს, ,,კრისტალ პალასის'' წინააღმდეგ გამართავენ.