Belive

არგენტინამ პირველობა დაკარგა | FIFA-ს მსოფლიო რეიტინგში დიდი ცვლილებებია

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

2-კვირიანი სანაკრებო ფეხბურთი ოქტომბრამდე დასრულებულია - სანაკრებო მატჩების დასრულების შემდეგ, კი FIFA-ს მსოფლიო ლაივ რეიტინგში დიდი ცვლილებებია.

კერძოდ, ძალიან დიდხნიანი ლიდერობის შემდეგ, მსოფლიო რეიტინგში პირველი ადგილი დაკარგა არგენტინის ნაკრებმა, რომლებმაც 15.04 სარეიტინგო ქულა დაკარგეს და მსოფლიო რეიტინგში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლეს.

  • მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ესპანეთის ნაკრები გახდა (1,875.37 სარეიტინგო ქულით)

  • მეორე პოზიციაზე გადაინავლა საფრანგეთის ნაკრებმა (1,870.92 სარეიტინგო ქულით)

  • მესამე ადგილზე გადავიდა არგენტინის ნაკრები (1,870.32 სარეიტინგო ქულა)

  • მეოთხე პოზიცია შეინარჩუნა ინგლისის ნაკრებმა

  • 1 პოზიციით დაწინაურდა პორტუგალიის ნაკრები და ახლა ისინი მსოფლიო რეიტინგის მე-5 პოზიციას იკავებენ (1,779.5 სარეიტინგო ქულა)

  • 1 პოზიციით დაქვეითდა ბრაზილიის ნაკრები და ახლა ისინი მსოფლიო რეიტინგის მე-6 პოზიციაზე არიან.

  • მეშვიდე და მერვე ადგილები შეინარჩნეს ნიდერლანდებმა და ბელგიამ

  • 1 პოზიციით დაწინაურდა და მე-9 ადგილზე გადაინაცვლა ხორვატიის ნაკრებმა (1,714.20 სარეიტინგო ქულა)

  • TOP 10-ში შევიდა იტალიის ნაკრები (1,710.07 სარეიტინგო ქულა).

FIFA-ს განახლებული მსოფლიო რეიტინგი TOP 10

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო რეიტინგში პირველი პოზიცია ორწელიწადნახევრის შემდეგ პირველად დათმო.

სხვა სტატიები