Belive

ოფიციალურად | ფრანკ კესი ალ აჰლის ფეხბურთელია

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

26 წლის კოტ-დ'ივუარელი ფეხბურთელი - ფრანკ კესი, კარიერას "ბარსელონადან" საუდის არაბეთის კლუბ "ალ აჰლიში" გააგრძელებს. კლუბები 12,5 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ფრანკ კესი არ იყო ძირითადის ფეხბურთელი, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სეზონის განმავლობაში. მან მონაწილეობა მიიღო 43 თამაშში, 16 მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, კლუბში სულ 1803 წუთი ითამაშა, ძირითადად სეზონის მეორე ნაწილში.

მან "ბარსელონას" რიგებში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, რითიც კლუბს ლა ლიგის 2022/2023 წლების სეზონის გამარჯვებაში დაეხმარა. მან ასევე "ბარსელონასთვის" ისტორიული გოლი გაიტანა. ფრანკ კესის მიერ "რეალთან" გატანილი გოლი, კატალონიური კლუბისთვის "კამპ ნოუზე" 3000-ე იყო. 

 

ასე წარადგინეს 26 წლის ფეხბურთელი "ალ აჰლიში"

ფრანკ კესიმ არაბულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის იანვრის ჩათვლით გაახანგრძლივა. 

შეგახსენებთ, რომ ფრან კესისთან ერთად არაბულ კლუბში: ედუარდ მენდი, ალან სენტ-მაქსიმინი, რიად მაჰრეზი და რობერტო ფირმინო ითამაშებენ. 

სხვა სტატიები