Belive

კლოპი: "ნორმალური სეზონის პირობებში სიტის ამდენით არ ჩამოვრჩებოდით"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ლივერპულის" გერმანელი მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მიიჩნევს, რომ ნორმალური სეზონის პირობებში "მანჩესტერ სიტისთან" ჩამორჩენა 16 ქულა არ იქნებოდა. პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონები მიმდინარე სეზონით კმაყოფილები ნამდვილად ვერ იქნებიან - კლოპის გუნდი ლიდერ "სიტის" 24 ტურის შემდეგ მთელი 16 ქულით ჩამორჩება, რაც ტიტულის დაცვისთვის ბრძოლას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. მერსისაიდელებს პრემიერ ლიგაში ბოლო სამი შეხვედრა აქვთ წაგებული. "ლივერპულის" არადამაჯერებელ ასპარეზობას მიმდინარე სეზონში პირველ რიგში დაცვაში არსებული პრობლემები განაპირობებს, რაც ცენტრალური მცველების, ვირჯილ ვან დაიკის, ჯო გომესის და მატიპის ტრავმებითაა გამოწვეული. იურგენ კლოპმა გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნორმალური სეზონის პირობებში "სიტისთან" ჩამორჩენა 16 ქულა არ იქნებოდა.
" საკითხი არასდროს ყოფილა ისე, რომ გვეფიქროს, როგორ ვაჯობოთ "სიტის", ან როგორ გავხდეთ ისევ ინგლისის საუკეთესო გუნდი". " ჩვენ უბრალოდ გივნდოდა, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვყოფილიყავით. ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ გვაქვს. თუ სხვა გუნდი შენზე უკეთესია, მიუხედავად შენი მცდელობისა, ვერაფერს გააწყობ. ასეა სპორტში". " იმაზე მეტს ვერ გავაკეთებთ, ვიდრე საკუთარი თავის საუკეთესო ვერისიად ყოფნაა, სწორედ ამის გაკეთებას შევეცდებით, როგორც გუნდი". " ამისათვის, რა თქმა უნდა, ცოტა იღბალია საჭირო. ცოტა მეტი გამართლება ტრავმების მხრივ და ჩვენ ამას შევძლებთ". " ყველანი ვთანხმდებით და დარწმუნებული ვარ, რომ პეპიც ამავეს იტყოდა - ეს რომ ნორმალური სეზონი იყოს, "სიტის" 16 ქულით არ ჩამოვრჩებოდით, მაგრამ დღეს ასეთი მოცემულობაა და ვიღებთ ამას". "ამ სეზონში არ ვფიქრობთ იმაზე, თუ რამდენად მივუახლოვდებით "სიტის", ახლა მნიშვნელოვანია ვიფიქროთ და ვიმუშაოთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მაღლა ავიდეთ სატრუნირო ცხრილში".
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში "ლივერპულს" 24 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 40 ქულა აქვს და მე-6 პოზიციაზე იმყოფება. კლოპის გუნდი ლიდერ "სიტის" 16 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები