მანჩესტერ სიტი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ საფეხბურთო კლუბად დასახელდა
მანჩესტერ "სიტიმ" ინგლისის თასი "უემბლიზე" ისტორიაში მეშვიდედ მოიგო. "მანჩესტერ იუნაიტედთან" გამარჯვების შემდეგ კლუბი "Brand Finance Football 50 Report"-ში პირველად მოხვდა.
"სიტის" კოვიდ 19-ის პანდეემის შემდეგ, 34%-იანი ზრდა აქვს და პირველ ადგილზე გადაინაცველეს. ბოლო 6 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პირველ ადგილზე ინგლისური კლუბი აღმოჩნდა (აქამდე პირველ ადგილს მადრიდის "რეალი" იკავებდა).
ეს არის "სიტის" შესანიშნავი სეზონის კულმინაცია, როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მანჩესტერული კლუბი ამ ისტორიულ სეზონს ჩემპიონთა ლიგის ფინალით დახურავს, რომელიც 10 ივნისს, სტამბოლში გაიმართება.
ამ სეზონში კლუბი ასევე მოხვდა "Deloitte Money League"-ზე, მას შემდეგ რაც დაფიქსირდა რეკორდული შემოსავალი £613 მილიონი და მოგება £41.7 მილიონი, ეს უკანასკნელი ორჯერ მეტია წინა სეზონის შემოსავალზე.
ეს ასევე იყო ძლიერი წელი სიტის კომერციული პორტფოლიოსთვის, მთელი სეზონის განმავლობაში გამოცხადებული მრავალი ახალი პარტნიორით და გრძელვადიანი განახლებით. სიტის საცალო ვაჭრობამ ასევე გააგრძელა რეკორდების მოხსნა 2022/23 წლების სეზონის კომპლექტებზე წარმოუდგენელი მოთხოვნით და უახლესი ნაკრების გამოშვებით, როდესაც ახალი მაისური იყიდება ყოველ 12 წამში ერთხელ.
კლუბის პოპულარობა ასევე აისახება მის უზარმაზარ ზრდასა და ჩართულობის დონეზე სოციალურ მედიაში, განსაკუთრებით იმით, რომ "სიტი" არის ყველაზე პოპულარული ევროპული კლუბი "YouTube"-ზე ამ სეზონში აქტიური მომხმარებლებისა და ვიდეოების ნახვით.