Belive

"არსენალთან ერთად ყველაფრის მოგება მსურს" - უილიამ სალიბა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის "არსენალი" პრემიერ ლიგაში პირველ ადგილზე იმყოფება და 2004 წლის შემდეგ მშვენიერი შანსი აქვს, რომ ინგლისის ჩემპიონი გახდეს. მიკელ არტეტას გუნდი ევროპა ლიგაზეც ასპარეზობს, სადაც უკვე 1/8 ფინალშია და მისი მოწინააღმდეგე "სპორტინგი" იქნება. გუნდში საკმაოდ კარგი ატმოსფეროა და გულშემატკივარს სჯერა, რომ "მეთოფეებისთვის" ეს სეზონი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდება. იგივე აზრს იზიარებენ თავად მოთამაშეებიც.

"არსენალსთან" ერთად ყველა შესაძლო ტიტულის მოგება მსურს. მინდა კლუბი ისევ მწვერვალზე დავაბრუნო. მინდა ყველა ტიტული მოვიგო. მას შემდეგ, რაც ფანებმა ჩემზე იმღერეს, სულ ბედნიერი ვარ. თამაშის დორს ვერ ვიღიმი, რადგან ძალიან კონცენტრირებული ვარ. ეს ძალიან მომწონს!" - განაცხადა უილიამ სალიბამ.

"მეთოფეებს" შემდეგი შეხვედრა "ლესტერის" წინააღმდეგ ელით, რომელიც 25 თებერვალს 19:00 საათზე არის ჩანიშნული. რაც შეეხება ევროპა ლიგას, "არსენალი" "სპორტინგს" 9 მარტს 23:55 საათზე დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები