Belive

კლოპი: ,,მირჩევნია, რომ გვარდიოლამ 4-წლიანი შვებულება აიღოს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ,,მანჩესტერ სიტისთან'' მატჩის წინ, ,,ქალაქელთა'' მთავარ მწვრთნელზე, პეპ გვარდიოლაზე, ისაუბრა:

,,მომენატრება თუ არა გვარდიოლა, როცა ,,მანჩესტერ სიტის'' დატოვებს? არა, მირჩევნია, რომ პეპმა ოთხწლიანი შვებულება აიღოს. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობაა. არ ვიცი, რამდენად ხშირად მიწევს ამის თქმა, მაგრამ ის მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია და ამას ყოველდღიურად ამტკიცებს.

მე და პეპი საუკეთესო მეგობრები არ ვართ, რადგან ერთმანეთს კარგად არ ვიცნობთ, მაგრამ მე პატივს ვცემ მას და ვიცი, რომ ის ასევე პატივს სცემს იმას, რასაც ვაკეთებთ. კონკურენცია უპატივცემულობას არ საჭიროებს,'' - კლოპის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

პრემიერლიგის მე-11 ტურში ,,მანჩესტერ სიტი” ,,ლივერპულს” ესტუმრება. მატჩი დღეს, 19:30 საათზეა ჩანიშნული.

9 თამაშის შემდეგ, გვარდიოლას გუნდი 23 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა, ,,მერსისაიდელები” კი 10 ქულით (8 თამაშში) მე-10 ადგილს იკავებენ.

სხვა სტატიები