Belive

არნე სლოტი: ,,ზაფხულში შესანიშნავი ფეხბურთელები მოვიყვანეთ''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, მადრიდის ატლეტიკოსთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ძალიან რთული დაპირისპირება გველის... მიუხედავად ბარსელონასთან და რეალთან კონკურენციისა, ამ გუნდმა დიეგო სიმეონესთან ერთად ლა ლიგის მოგება 2-ჯერ შეძლო. ასე რომ, ატლეტიკოსთან თამაში რთულია მათი მენტალიტეტის, გუნდურობისა და ხარისხის გამო. ბოლოს როცა მათ წინააღმდეგ ვითამაშე, მგონი 1:3 წავაგეთ. იმ მატჩში ანტუან გრიზმანი შესანიშნავი იყო. კარგია, რომ ახლა გუნდში მყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ისეთივე რაღაცების კეთება შეუძლიათ, რასაც გრიზმანი აკეთებს. მიყვარდა ფეიენოორდში ჩემი მოთამაშეები, მაგრამ მათ კარიერის იმ მომენტში ფრანგთან კონკურენცია არ შეეძლოთ.

ლივერპულის სეზონის სტარტი? ზაფხულის მოლოდინებს ნამდვილად გადავაჭარბეთ. ყველამ ვიცით რა მოხდა ზაფხულში და ამ მატჩებში 12 ქულის მოპოვება იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე მოველოდით.

ითამაშებს თუ არა ისაკი? ითამაშებს, მაგრამ 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ 90 წუთს არა. ყველა საუბრობს ჩვენ მიერ დახარჯულ 450 მილიონზე, მაგრამ ავიწყდებათ ჩვენს ფეხბურთელებში გადახდილი 300 მილიონი. ახალწვეულებისა და გუნდის ძველი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასი თანაბარია. თუ ხვალ სობოსლაის გავყიდით, მის სანაცვლოდაც 100 მილიონს მივიღებთ. კომპლიმენტია, როცა ამბობენ, რომ ლივერპულმა ზაფხულში კარგად იმუშავა. მეც ასე მგონია, ჩვენ შესანიშნავი ფეხბურთელები მოვიყვანეთ, რასაც ისიც ემატება, რომ საშუალო ასაკი შევამცირეთ.'' - არნე სლოტი

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ლივერპული ატლეტიკოს უმასპინძლებს. მატჩი ხვალ, 23:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები