Belive

კლოპი: ,,კრიზისი გადავლახეთ, ბევრი სხვა გუნდი მწვრთნელს გაათავისუფლებდა''

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, განაცხადა, რომ მისმა გუნდმა მიმდინარე სეზონში კრიზისი გადაიტანა:

,,ჩვენთვის ძალიან რთული სეზონი იყო. რა თქმა უნდა, რამდენიმე მატჩის მოგების შემდეგ, თავს ყველანი უკეთ ვგრძნობთ. ახალ სეზონს მოუთმენლად ველოდები. მივიღეთ სასარგებლო გამოცდილება იმის შესახებ თუ როგორ უმკლავდებიან ბიჭები ასეთ სიტუაციებს. ყოველთვის შეიძლება, რომ რთული პერიოდებიდან რაღაც ისწავლო და ჩვენ ეს შევძელით.

ვფიქრობ, კრიზისი ღირსეულად გადავიტანეთ, არანაირი პრობლემა ჩემსა და ფეხბურთელებს შორის, ჩემსა და კლუბს შორის. ვიცოდით, რომ ამაზე პასუხისმგებლები ვიყავით, მაგრამ ეს ერთად უნდა დაგვეძლია. მთავარი განსხვავება ისაა, რომ ბევრი სხვა გუნდი მწვრთნელს გაათავისუფლებდა. ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი გადავლახეთ, ახლა კი უნდა ვეცადოთ, რომ ამ სეზონიდან რაღაც მივიღოთ,'' - კლოპის სიტყვებს Sky Sports-ი ციტირებს.

,,ლივერპულს'' პრემიერლიგაში 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (ზედიზედ 5 მოგება).

კლოპის გუნდი 34 ტურის შემდეგ 59 ქულით სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაზეა და მეოთხედგილოსან ,,მანჩესტერ იუნაიტედს'' 4 ქულით ჩამორჩება (იუნაიტედის ანგარიშზე ერთით ნაკლები მატჩია).

სხვა სტატიები