"მესმის რა გრძნობაა ზედიზედ 5 ფინალის წაგება" - იურგენ კლოპი
11 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ლიგის თასი ფინალში, "ლივერპულმა" "ჩელსი" მინიმალური სხვაობით დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა. მატჩის ერთადერთი გოლი, ვირჯილ ვან დაიკმა 118-ე წუთზე გაიტანა.
მერსისაიდული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა - იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ესმის თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან "არისტოკრატების" წარმომადგენლები.
მე ერთ-ერთი ვარ, ვინც შესანიშნავად იცის, რა გრძნობაა, როდესაც ზედიზედ 5 ან 6 ფინალს აგებ. წარმომიდგენია, რამდენად მძიმე იყო "ჩელსისთვის". ყველა შენზე საუბრობს და ამბობს, შენ უკანასკნელ 5 ფინალში დამარცხდი და ეს ახალი ანტირეკორდია. ნამდვილად არაა სასიამოვნო და მათ გამო ძალიან ვწუხვარ. - იურგენ კლოპი.
✋🏼 Klopp on Chelsea: “I’m the one who knows what it’s like to lose five or six finals in a row… I can imagine how it was for Chelsea”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) February 28, 2024
“Everybody tells you: by the way, you lost the last five and that’s a new record. It’s not nice and I really felt for them”. pic.twitter.com/HB1zeRZmVD