Belive

გიორგი მამარდაშვილის შეფასება საუთჰემპტონთან მატჩში

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულის მაისურით პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. ინგლისის ლიგის თასის 1/16-ფინალში მერსისაიდელებმა საუთჰემპტონს უმასპინძლეს და 2:1 დაამარცხეს.

გიორგი მამარდაშვილმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და SofaScore-სგან 7-ქულიანი შეფასება მიიღო.

მამარდაშვილმა მეტოქის დარტყმა ორჯერ მოიგერია, ბურთს სულ 33-ჯერ შეეხო და 17-დან 13 (76%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.

6,9-6,9 ქულით შეაფასა გიორგის თამაში Whoscored-მა და Flashscore-მა.

ლივერპული მომდევნო მატჩს შაბათს, 27 სექტემბერს, პრემიერლიგაში, კრისტალ პალასთან სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები