Belive

კლოპი: ,,ჩემი ფეხბურთელები უფრო ცუდი მოთამაშეები არ გამხდარან, უბრალოდ, უარესად თამაშობენ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ლივერპულის'' მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი წინა სეზონებთან შედარებით, არ დასუსტებულა:

,,ახლა ის მომენტია, როცა ყველაფერი არც ისე კარგად მიდის... ადგილობრივი არ ვარ, ამიტომ ინგლისურ ენაზე ამის უკეთესად ახსნა არ შემიძლია.

ბოლო წლის განმავლობაში უფრო ცუდი მწვრთნელი არ გავმხდარვარ, რა თქმა უნდა, არა... ეს იმას საერთოდ არ ნიშნავს, რომ შედეგი საკმარისად კარგია, მაგრამ არც მე და არც ფეხბურთელები უარესები არ გავმხდარვართ! უბრალოდ, ახლა ისინი უფრო ცუდად თამაშობენ და პრობლემა ესაა.

მომავალ სეზონში თუ ჭკვიანურ ტრანსფერებს განვახორციელებთ, აუცილებლად გავძლიერდებით. ჩვენი გეგმა სწორედ ეს არის,'' - კლოპის სიტყვებს Sky Sports-ი ციტირებს.

პრემიერლიგის 28 ტურის შემდეგ, ,,ლივერპული'' 43 ქულით სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციაზეა.

იურგენ კლოპის გუნდი ხვალ ჩემპიონატის ლიდერს, ლონდონის ,,არსენალს'' უმასპინძლებს.

სხვა სტატიები