Belive

ლივერპულში კლოპის მემკვიდრე არნე სლოტი იქნება

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლივერპული" და "ფეიენოორდი" შეთანხმდნენ კომპენსაციის პაკეტზე, რაც არნე სლოტს საშუალებას მისცემს მუშაობა ინგლისურ გრანდში გააგრძელოს. ერედივიზიონის დასრულების შემდეგ, 45 წლის ნიდერლანდელს ახლა უკვე თავისუფლად შეეძლება შეუერთდეს ლივერპულს. ინფორმაციას მრავალი წამყვანი გამოცემა ადასტურებს, მათ შორის - The Athletic.

კვირის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლივერპულს ჰქონდა 9 მილიონი ევროს საწყისი შეთავაზება, რომელიც ფეიენოორდმა უარყო, მაგრამ მხარეებმა შეთანხმებას მაინც მიაღწიეს. სლოტმა ხუთშაბათს ESPN-თან თავადაც დაადასტურა ლივერპულში მუშაობის სურვილი და იმედი გამოთქვა, რომ მხარეები სწრაფად შეთანხმდებოდნენ.

ლივერპულის ინტერესი სლოტით მიმართ მხოლოდ ამ კვირის დასაწყისში გახდა აშკარა, რადგან ინგლისელებმა ჰოლანდიის თასის ფინალის წინ პატივისცემა გამოიჩინეს და ეს ინტერესი საჯარო არ გახადეს. ამ მატჩში ფეიენოორდმა "ნაიმეგენი" 1:0 დაამარცხა.

სლოტმა, გასულ სეზონში, ფეიენოორდს ნიდერლანდების ჩემპიონის ტიტული მოუტანა, ახლა კი მისი გუნდი ცხრილის მეორე ადგილზეა. სლოტმა მოწონება შემტევი საფეხბურთო სტილისა და ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარების უნარის გამო დაიმსახურა - ეს ის თვისებებია, რომლებიც ლივერპულის ფილოსოფიას შეესაბამება და ეძებენ იმ მემკვიდრეში, რომელმაც იურგენ კლოპი უნდა ჩაანაცვლოს.



სხვა სტატიები