Belive

კლაუდიო მარკიზიო: "კვარაცხელიას არ ვაკნინებ, მაგრამ ნაპოლის სხვა ლიდერები ჰყავს"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ვეტერანმა იტალიელმა ნახევარმცველმა, კლაუდიო მარკიზიომ "ნაპოლის" სათამაშო ფორმის და ამ გუნდისა და საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ტურინის "იუვენტუსის" და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა თქვა, რომ "ნაპოლის" ლიდერები არა ხვიჩა კვარაცხელია და ჯაკომო რასპადორი, არამედ ნახევარმცველები, პიოტრ ზიელინსკი, სტანისლავ ლობოტკა და ფრენკ ზამბო-ანგისა არიან.

"ჯაკომო რასპადორიმ და ხვიჩა კვარაცხელიამ საგრძნობლად მოუმატეს, მათ არ ვაკნინებ, მაგრამ, ჩემი აზრით "ნაპოლის" წარმატებული თამაშის მთავარი გარანტი პიოტრ ზიელინსკის განვითარება და ნახევარდაცვის შესანიშნავი დუეტია, რომელსაც სტანისლავ ლობოტკა და ფრენკ ზამბო-ანგისა ქმნიან. მათ მნიშვნელოვანი სიღრმე შეიტანეს როგორც შეტევის აგებაში, ასევე დაცვის წარმატებულ თამაშში და გოლების რაოდენობაშიც", - თქვა 36 წლის ფეხბურთელმა.

კლუადიო მარკიზიოს იტალიის სერია A 7-ჯერ აქვს მოგებული, ეროვნულ გუნდში კი მის აქტივში 55 ჩატარებული მატჩი და 5 გატანილი გოლია.

რაც შეეხება კვარაცხელიას, მის აქტივში 2022 წელს საკლუბო და სანაკრებო შეხვედრებში 20 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა, რასაც ამხანაგურ მატჩებში გატანილი 4 გოლი და 1 საგოლე პასი ემატება. რაც შეეხება უშუალოდ “ნაპოლის” აქ ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე, 2022/23 წლების სეზონში 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს.

შემდეგ მატჩს ნეაპოლელები იტალიის სერია A-ში, 9 ოქტომბერს, “კრემონეზეს” წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები