Belive

კივუ: ,,ბოდო გლიმტი ხელოვნურ საფარზე თამაშს მიჩვეულია''

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინტერის მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან კივუმ, ბოდო გლიმტთან წაგებული მატჩი შეაფასა:

,,სამწუხაროდ, დავმარცხდით, მაგრამ ჩვენი მცდელობებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე ვართ. 1:1-ზე მომენტები გვქონდა, თუმცა შემდეგ 3-წუთიან მონაკვეთში 2 გოლი გაგვიტანეს, ვეცადეთ, რომ ჩამორჩენა შეგვემცირებინა, მაგრამ არ გამოვიდა. უკეთ თამაში ვერ შევძელით, თუმცა წინ საპასუხო მატჩია.

ბოდო გლიმტი ხელოვნურ საფარზე თამაშს მიჩვეულია, მაგრამ ამით თავს არ ვიმართლებ. მთავარი პრობლემა ის იყო, რომ მეტოქემ კონტრშეტევების სისწრაფით გაგვაკვირვა.'' - კრისტიან კივუ

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის პირველ შეხვედრაში ბოდო გლიმტმა ინტერს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

გუნდებს შორის საპასუხო მატჩი მომავალ სამშაბათს, მილანში გაიმართება.

სხვა სტატიები