Belive

ფედერიკო დიმარკო სერია A-ს რეკორდთან ძალიან ახლოსაა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურის შეხვედრაში სტუმრად მყოფმა ინტერმა ლეჩე 0:2 დაამარცხა. 75-ე წუთზე ანგარიში ჰენრიხ მხითარიანმა გახსნა, ხოლო 82-ე წუთზე ფედერიკო დიმარკოს ასისტით მანუელ აკანჯიმ მეორე გოლი გაიტანა.

შეხვედრა გამორჩეული იყო ფედერიკო დიმარკოს მორიგი ბრწყინვალე პერფორმანსით, იტალიელ ფეხბურთელს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 15 საგოლე გადაცემა უფიქსირდება და 2025/26 წლების სეზონის MVP-ს ჯილდოს ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტადაც რჩება.

დიმარკოს მხოლოდ 1 ასისტი აშორებს 2019/20 წლებში პაპუ გომესის რეკორდს, რომელმაც 16 საგოლე გადაცემა შეასრულა და ეს სერია A-ს ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია. აქედან გამომდინარე ფედერიკოს მხოლოდ 1 ასისტი სჭირდება, რომ რეკორდი გაიმეოროს, ხოლო 2-ის შესრულების შემთხვევაში ის ამ შედეგს გააუმჯობესებს.

შეგახსენებთ, რომ იტალიელ ფეხბურთელს ბრწყინვალე სეზონი აქვს, მას სერია A-ში ჩატარებულ 24 შეხვედრაში 5 გოლი და 15 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

ინტერი ამ მონაცემებით სერია A-ს ცხრილს 64 ქულით ლიდერობს, ნერაძური მეორეადგილოსან მილანს 10 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები