Belive

კიტეიშვილი პორტუგალიასთან იქნება - გუნდთან ერთად დღეს პირველად ივარჯიშებს

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "შტურმის" ერთ-ერთი ლიდერი - ოთარ კიტეიშვილი, ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში პორტუგალიის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებს დაეხმარება.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელმა - ალექსანდრე იაშვილმა დაადასტურა.

ალექსანდრე იაშვილის თქმით, კიტემ 23 ივნისს მაღალი ინტენსივობის ვარჯიში ჩაატარა და დღეს, 24 ივნისს გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, მან "შტურმთან" ერთად ავსტრიის თასი და ჩემპიონატი მოიგო, მომავალ სეზონში კი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

კუნთის ტრავმის გამო კი იგი საქართველოს ნაკრებს ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე პირველ 2 ტურში დააკლდა. კიტეს დაბრუნებას პორტუგალიის ნაკრებთან ელოდებიან.

სხვა სტატიები