კომპანის მასტერკლასი | ბაიერნმა TOP 5 ლიგის ყველა დროის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში, მიუნხენის ბაიერნმა ბრიუგეს უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. მატჩში პირველი გოლი 2008 წელს დაბადებულმა გერმანელმა ფეხბურთელმა - ლენარტ კარლმა გაიტანა, შემდეგ ჰარი კეინმაც გამოიჩინა თავი, რასაც ლუის დიასის გოლიც მოჰყვა, საბოლოო წერტილი კი ნიკო ჯექსონმა დასვა.
ბაიერნმა ახალი სეზონის დაწყების შემდეგ ჩატარებული 12 თამაშიდან ყველა მოიგო.
ეს გამარჯვება ისტორიული აღმოჩნდა 'რეკორდმაისტერებისთვის' - კერძოდ, ბაიერნი გახდა TOP 5 ჩემპიონატში პირველი გუნდი, რომელმაც სეზონის დაწყებიდან მოყოლებული ზედიზედ 12 მატჩი მოიგო. აქამდე ეს შედეგი TOP 5 ლიგაში მონაწილე არცერთ გუნდს არ დაუფიქსირებია.
Only one side in Europe's top five leagues have won every game across all competitions this season:
— Football on TNT Sports (@footballontnt) October 22, 2025
Vincent Kompany's Bayern Munich 👏 pic.twitter.com/jFWS4LxxeR
სეზონის სტარტიდან მოყოლებული, მიუნხენელებმა შემდეგი კლუბები დაამარცხეს.
შტუტგარტი
ლაიფციგი
ვეჰენი
აუგსბურგი
ჰამბურგი
ჩელსი
ჰოფენჰაიმი
ვერდერი
პაფოსი
აინტრახტი
დორტმუნდი
ბრიუგე
'რეკორდმაისტერი' შემდეგ მატჩს 25 ოქტომბერს, მიუნხენგლადბახის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.