Belive

კიმიხი ბარსელონაში გადადის?!

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მომავალ სეზონში შესაძლოა იოზუა კიმიხი "ბარსელონას" შემადგენლობაში ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციით, "ბლაუგრანა" აქტიურადაა დაინტერესებული 28-წლის გერმანელი ნახევარმცველის ტრანსფერით.

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი აღნიშნავს, რომ კატალონიური გრანდის მესვეურები გერმანიაში რამდენიმე კანდიდატს აკვირდებიან, თუმცა კიმიხი ფავორიტთა შორისაა და მისი შეძენა პირადად ხავის სურს. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ხავისა და კიმიხს შორის კონტაქტი უკვე შედგა და დიდია ალბათობა, რომ 2024/25 წლების სეზონში, კიმიხმა "ბარსელონას" მაისური მოირგოს.

ნახევარმცველის ოფიციალური სატრანსფერო ღირებულება 75 მილიონ ევროს შეადგენს და "ბაიერნთან" მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები