Belive

კიმი სერია A-ს წლის საუკეთესო მცველად დასახელდა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მცველად, კიმ მინ-ჯე დასახელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სერია A-ს twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.

სამხრეთ კორეელი ცენტრალური მცველისთვის წლევანდელი სეზონი ფანტასტიკური გამოდგა, "ნაპოლის" მაისურით გატარებულ სადებიუტო სეზონში კიმი ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა და ახლა უკვე სეზონის საუკეთესო მცველადაც დასახელდა.

კიმი "ნაპოლის" €18.05 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა და გუნდის დაცვის ბურჯად ჩამოყალიბდა. სამხრეთ კორეელმა "პარტენოპეის" მაისური სერია A-ს 35 შეხვედრაში მოირგო და 2 გოლის გატანაც შეძლო.

სხვა სტატიები