Belive

კიმი სამხრეთ კორეის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი კიმ მინ-ჯე სამხრეთ კორეის 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რითიც სონის 4-წლიან ლიდერობას დაუსვა წერტილი.

სამხრეთ კორეის ფეხბურთის ფედერაციამ (KFA) დაადასტურა, რომ გამოკითხვაში, რომელშიც სამხრეთ კორეელი სპორტული ჟურნალისტები, ფედერაციის ტექნიკური განვითარების კომიტეტისა და ეროვნული ნაკრების კომიტეტის წევრები იღებდნენ მონაწოლეობას, კიმმა 137 ხმა მიიღო. მეორე ადგილზე "ტოტენჰემის" ვარსკვლავი - სონი გავიდა, რომელმაც 113 ხმა მიიღო, ხოლო მესამე ადგილს "პარი სენ-ჟერმენის" ლი კანგ-ინი (84) დასჯერდა.

აღსანიშნავია, რომ კიმი გასული 2 წლის განმავლობაში მეორე ადგილს იკავებდა სონს ჩამორჩებოდა. 2023 წლის მაისში, სამხრეთ კორეელი მცველი "ნაპოლის" სკუდეტოს ნანატრი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა და იტალიის სერია A-ს წლის საუკეთესო მცველად დასახელდა, რის შემდეგაც "ბაიერნს" შეუერთდა.

სხვა სტატიები