კიმ მინ-ჯე აზიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
"ნაპოლის" ყოფილი და ახლა უკვე მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი, კიმ მინ-ჯე აზიის კონტინენტზე 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი კონტინენტზე საუკეთესო მოთამაშე გახდა. ის ამ კუთხით თავისი ქვეყნის ისტორიაში მეორე ფეხბურთელია, ჰიუნ-მინ სონის შემდეგ, რომელმაც აღნიშნული ჯილდო სამჯერ, 2015, 2017 და 2019 წლებში მოიგო. ამჯერად, "ტოტენჰემის" შემტევი ნახევარმცველი სამეულში ვერ მოხვდა.
კიმმა აღნიშნული პრიზისთვის ბრძოლაში, სამეულში შესული "პორტუსა" და "ბრაიტონის" შემტევები, შესაბამისად, ირანელი მეჰდი ტარემი და იაპონელი კაურუ მიტომა დაამარცხა.
🇰🇷 Kim Min-jae picks up the AFC Asian International Player of the Year award for his successful Scudetto winning campaign in Italy and impressive showing for Korea Republic and Bayern Munich!#AFCAwards2022 pic.twitter.com/SgOe9mAedJ
— AFC (@theafcdotcom) October 31, 2023
26 წლის კიმმა 2022/23 წლების სეზონი "ნაპოლის" შემადგენლობაში გაატარა, სადაც სერია A-ს მოგება და იტალიის ჩემპიონატში საუკეთესო მცველის წოდების მოპოვება შეძლო.