კიმ მინ-ჯე სამხედრო სამსახურს 15 ივნისიდან დაიწყებს
კიმ მინ-ჯე, რომელმაც იტალიის სერია A მოიგო, სამხრეთ კორეის ივნისის საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობას არ მიიღებს. მიზეზი კი, ფეხბურთელის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწევაა. მცველს სამხედრო წვრთნების გავლა სამი კვირის განმავლობაში მოუწევს.
"ჩვენ კიმ მინ-ჯესგან მივიღეთ შეტყობინება, რომ სამხედრო წვრთნებს 15 ივნისს დაიწყებს. ამიტომ გადაწყდა, რომ ის ივნისის შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს." - განაცხადა კორეის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
კორეის ნაკრები პერუსა და სალვადორის წინააღმდეგ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
აღსანიშნავია, რომ კორეელი მცველი მიმდინარე სეზონში სერია A-ს სიმბოლურ გუნდშიც დასახელდა.
Vi presentiamo i 45 calciatori in nomination per l’@EASPORTSFIFA Team of the Season della #SerieATIM 💎 🔵
— Lega Serie A (@SerieA) May 15, 2023
Per la prima volta nella storia, sarete voi a votare per il #TOTS!#FUT @EA_FIFA_Italia