Belive

კილიან მბაპეს პრეზენტაციის თარიღი რეალ მადრიდში ცნობილია

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად მადრიდის "რეალმა" დაადასტურა, რომ კილიან მბაპეს პრეზენტაცია 16 ივლისს, თბილისის დროით 14:00 საათზე გაიმართება. ფრანგ ფეხბურთელს "სამეფო კლუბი" სანტიაგო ბერნაბეუზე წარადგენს.

წარდგენამდე "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი მაყურებლის წინაშე ხელწმოწერის ცერემონიალზე გამოჩნდება, სადაც მბაპეს 5 წლიანი კონტრაქტი გაფორმდება.

შეგახსენებთ, კილიან მბაპე მადრიდის "რეალში" "პარი სენ-ჟერმენიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, სადაც 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფრანგი ფეხბურთელი 9 ნომრიან მაისურს მოირგებს.

სხვა სტატიები