ვინ არის ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი? - სუპერკომპიუტერის პროგნოზი
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის დაწყების წინ, Opta-ს სუპერკომპიუტერმა გუნდების საჩემპიონო შანსები შეაფასა.
ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი ლივერპულია (20%), მეორეზე არსენალია (16%), მესამეზე კი ტურნირის მოქმედი გამარჯვებული - პარი სენ ჟერმენი (12,1%).
ტოპ ათეულში ყველაზე მეტი, 5 გუნდი ინგლისის პრემიერლიგიდანაა. 2 - ლა ლიგიდან, თითო-თითო კი ბუნდესლიგიდან, სერია A-დან და ლიგა 1-დან.
ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონი სამშაბათს, 16 სექტემბერს დაიწყება - პირველი ტურის 6-6 მატჩი სამ დღეზე გადანაწილდება.
