Belive

"ჩვენ შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს" - კარლო ანჩელოტი

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"რეალ მადრიდს" შესანიშნავი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდა. მადრიდელთა პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა დიდი ხნის სურვილი აიხდინა და კლუბში კილიან მბაპე მოიყვანა. ფეხბურთის გულშემატკივარს ახსნა არ სჭირდება თუ რამხელა ძალას წარმოადგენს კილიანი.

"სამეფო კლუბის" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ საკუთარი შემადგენლობით კმაყოფილია და ახალი ფეხბურთელების დამატებას არ აპირებს.

შემადგენლობა შევსებულია, არავის დამატებას არ ვაპირებთ. ვალეხო დაბრუნდა, ალაბა ნელ-ნელა ფორმას იღდგენს. ჩვენ საკუთარი აკადემიის მოთამაშეებს ვაფასებთ. ვფიქრობ, გუნდიდან წასვლას არც არავინ აპირებს. შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს. - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ

გასული სეზონი "რეალ მადრიდისთვის" მართლაც შესანიშნავი იყო. "ბლანკოსმა" ესპანეთის სუპერთასი, ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

კარლო ანჩელოტის გუნდს წინ სუპერ თასი ელის, რომელიც 14 აგვისტოს 23:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები