"პსჟ-ს" ფორვარდმა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, "ბარსელონას" წინააღმდეგ ჰეთ-თრიქის ავტორმა, კილიან მბაპემ, კამპ ნოუზე, თავისი კლუბის გამარჯვების შესახებ კომენტარი გააკეთა.
"ყოველთვის მინდოდა დავხმარებოდი "პსჟ"- ს, რამდენადაც შემეძლო. ეს მაისური ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ზოგჯერ ეს არ გამოდის, შესაძლოა, მომავალში ცუდი მატჩებიც ჩავატარო, მაგრამ შეცდომებს არასდროს გავექცევი და დავმალავ", - თქვა ფრანგმა თავდამსხმელმა.
22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 შეხვედრაში უკვე 21 გოლის გატანა და 9 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.