Belive

ხავი: "ყველამ ნახა, როგორი პენალტი დაუნიშნეს რეალს"

11 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ხავი ერნანდესი "რეალისთვის" საკამათო პენალტის დანიშვნის გამო გაბრაზებულია და აღნიშნავს, რომ ამ სეზონში, მსაჯის შეცდომების გამო, მისმა გუნდმა, სულ მცირე 6 ქულა დაკარგა.

მადრიდელებმა "ალმერია" 2-ბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ დაამარცხეს. თეთრება 3-2 მოიგეს და ცხრილში პოტენციური პირველი ადგილი შეინარჩუნეს. ალმერიას როგორც მოთამაშეები, ასევე მთავარი მწვრთნელი აღშფოთებული იყვნენ VAR-ის საკამოთო მოწოდების გამო, რამაც მთავარ მსაჯს საშუალება მისცა გადაემოწმებინა ეპიზოდი და ამ უკანასკნელმაც ალმერიას კარში პენალტი დანიშნა, რომელიც გოლად ჯუდ ბელინგემმა გარდაქმნა. შეხვედრის შემდეგ გაიზკა გარიტანომ (ალმერიას მწვრთნელი) აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა სანტიაგო ბერნაბეუზე ერთი და იმავე პრობლემას აწყდება. გარიტანომ მატჩის ბოლოს წითელი ბარათი მიიღო.

ხავი იზიარებს გარიტანოს პოზიციას და პრესკონფერენციაზე ამასთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა:

ხეტაფესთან მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ ძალიან რთული იქნებოდა ამ ლიგის მოგება. არიან ადამიანები, ვისაც არ ახსოვს, მაგრამ შეგახსენებთ, რომ მსაჯის არასწორი გადაწყვეტილებების გამო, სულ მცირე 6 ქულა დავკარგეთ. საბაბს და მიზეზებს არ ვეძებ, ეს უბრალოდ რეალობაა, არის რაღაცები, რასაც ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ და ეს ყველამ დაინახა. - ხავი ერნანდესი

მადრიდელების მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი საკითხს განსხვავებულად უყურებს და ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მსაჯებმა თანმიმდევრული და სწორი გადაწყვეტილებები მიიღეს. 21 ტურის შემდეგ რეალი მეორე პოზიციაზეა და ლიდერ "ჟირონას" 1 ქულით ჩამორჩება, "ბარსელონას" კი 44 ქულა აქვს და რეალამდე 7 ქულაა. რეალსაც და ბარსელონასაც 1 მატჩი მარაგში აქვთ, ამიტომ მადრიდელები პოტენციური ლიდერები არიან.

სხვა სტატიები