Belive

მოდრიჩი: ,,პსჟ-ს ფორმაში მესის ხილვა ჩემთვის უცნაური იყო''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "პარი სენ ჟერმენთან" გამართული მატჩები გაიხსენა:
,,ამდენი კლასიკოს შემდეგ, მესის სხვა გუნდის ფორმაში ხილვა ჩემთვის უცნაური იყო. ნეიმართან და მბაპესთან ერთად, მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ. მაგრამ, ჩვენ "რეალი" ვართ. როცა ჩვენი სათამაშო რიტმი დავიბრუნეთ, გულშემატკივრებთან ერთად, მათი დამარცხება შევძელით. ეს "რეალში" ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მატჩი იყო. განმეორებით შეხვედრაში მოგების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენს პოტენციალს სხვაგვარად შევხედეთ. ამ გამარჯვებამ გვაჩვენა, რომ დიდი მიზნის მიღწევა შეგვეძლო,'' - მოდრიჩის სიტყვებს Football Espana ციტირებს.
ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის მერვედფინალში "რეალმა" "პსჟ" ორმატჩიან დაპირისპირებაში 3:2 დაამარცხა.

სხვა სტატიები