კილიან მბაპე თავს უკეთ გრძნობს და ლილის წინააღმდეგ რეალის განაცხადში იქნება
კილიან მბაპე თავს უკეთ გრძნობს და "ლილის" წინააღმდეგ "რეალის" განაცხადში იქნება, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით ფრანგმა ვარსკვლავმა კუნთის ტრავმა მოიშუშა და თუ გუნდის სამწვრთნელო შტაბი მის მოედანზე შეყვანას გადაწყვეტს, კილიანი მზად იქნება, რომ გუნდს დაეხმაროს.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს მე-7 ტურის შეხვედრაში, "ალავესის" წინააღმდეგ კუნთის ტკივილმა შეაწუხა და მე-80 წუთზე შეცვლა ითხოვა, მატჩის შემდეგ ფრანგი ფეხბურთელის ტრავმა უფრო სერიოზული ჩანდა ვიდრე დღეს, ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა აჩვენა, რომ კილიანს მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთი ჰქონდა დაზიანებული და ტრავმის გამო მინიმუმ 3 კვირას გამოტოვებდა.
🚨⚪️ Kylian Mbappé has been called up for Real Madrid’s game against Lille as he feels better after recent muscle injury.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 30, 2024
Mbappé could be part of the game if the staff decide to give final green light, so he’d be returning ahead of schedule. pic.twitter.com/g94hJroGm8
მადრიდის "რეალი" "ლილის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას 2 ოქტომბერს გამართავს, მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.