რეალმა ნებართვა მიიღო | მადრიდელები ბერნაბეუს არსენალთანაც გადახურავენ
მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში "არსენალს" დაუპირისპირდება. ლონდონში მადრიდელები 0:3 დამარცხდნენ, ასე რომ, დღეს დიდი სასწაულის იმედად არიან, თუმცა თუ სადმე საფეხბურთო სასწაულები ხდება, ეს ნამდვილად სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონია.
რეალი, როგორც ორგანიზაცია არასდროს აკლებს რაიმეს, რათა კლუბმა რაც შეიძლება მეტ წარმატებას მიაღწიოს. ბერნაბეუს ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ ითხოვა ნებართვა UEFA-სგან, რომ არსენალს საკუთარ კედლებში გადახურულ სტადიონზე დახვდეს, ფეხბურთის მმართველმა ორგანომ კი დასტური გასცა. რეალი ამას სტადიონზე ატმოსფეროს გასაძლიერებლად აკეთებს. 80 000 ადამიანის ხმა დახურულ სტადიონზე კიდევ უფრო შთამბეჭდავ ექოდ გადაიცევა, რაც მოწინააღმდეგეზე ერთგვარი ზეწოლის საშუალებაა.
ბოლო დროს რეალს არაერთი მსგავსი მოთხოვნა დაუმტკიცდა, მათ შორის გასული სეზონის მეოთხედფინალში, "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ.
სანტიაგო ბერნაბეუს დასაკეცი სახურავი 1,5-მილიარდიანი განახლების შემდეგ დაემატა.