არბელოა: "მყავდა გუნდელი, რომელმაც მეორეს გოლფის ჯოხი ჩაარტყა"
რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ალვარო არბელოამ, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ყველაზე ხმაურიანი პრესკონფერენცია გამართა. ეს "კლასიკოს" გამო არ ხდება. მწვრთნელმა ყოყმანის გარეშე ისაუბრა ვალვერდესა და ჩუამენის შორის სერიოზულ ინციდენტზე. ის არ ამართლებს მათ ქმედებას, მაგრამ ნათლად აცხადებს, რომ ყველას მოსდის შეცდომები, მაგალითად კი ხუანიტო მოჰყავს. მწვრთნელის თქმით, ყველაზე მეტად ის ეწყინა, რომ გასახდელიდან ინფორმაციამ გაჟონა.
მინდა ორი რამ ვთქვა. პირველი, ძალიან ვამაყობ იმ გადამწყვეტობით, სისწრაფითა და გამჭვირვალობით, რომლითაც კლუბი მოქმედებდა. მეორე მხრივ, ფეხბურთელებმა აღიარეს თავიანთი შეცდომა, გამოთქვეს სინანული და ითხოვეს პატიება. ჩემთვის ეს საკმარისია. რასაც არ ვაპირებ, არის მათი საჯაროდ გაკრიტიკება, რადგან ისინი ამას არ იმსახურებენ.
მე ყოველთვის მაგალითს ვიძლევი. ჩემთვის არის ერთი მოთამაშე, რომელიც წარმოადგენს იმის პარადიგმას, თუ როგორი უნდა იყოს რეალ მადრიდის ფეხბურთელი და ეს არის ხუანიტო - ნუთუ მან არასდროს დაუშვია შეცდომა? ადამიანები მათი შეცდომების გამოც გვიყვარს, ამიტომ ვალვერდეცა და ჩუამენიც იმსახურებენ გადავშალოთ ეს გვერდი, მივცეთ მათ შანსი გააგრძელონ ბრძოლა ამ კლუბისთვის.
მყავდა თანაგუნდელი, რომელმაც გოლფის ჯოხი აიღო და მეორეს დაარტყა. რაც რეალ მადრიდის გასახდელში ხდება გასახდელში უნდა დარჩეს და სწორედ ეს მაწუხებს ყველაზე მეტად. ასეთი სიტუაციები ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ მე ამას არ ვამართლებ, შორს ვარ ამისგან. ეს ინციდენტი იყო და ჩვენ არ გაგვიმართლა, რომ ფედემ ტრავმა მიიღო, ეს უფრო იმ უიღბლობას უკავშირდება, რაც სინამდვილეში მოხდა. მათ ბოდიში მოიხადეს და ამის შემდეგ მატჩზე უნდა ვიფიქროთ. - განაცხადა ალვარო არბელოამ
¡VAYA EJEMPLO!
— Diario SPORT (@sport) May 9, 2026
😱 Álvaro Arbeloa sobre la pelea entre Tchouameni y Valverde:
"Yo he tenido un compañero que ha cogido un palo de golf y le ha pegado un palazo a otro" pic.twitter.com/SkWptJvZdR
ჩუამენსა და ვალვერდეს შორის ფიზიკური დაპირირისპირება იქამდე მივიდა, რომ ურუგვაელი ფეხბურთელი საავადმყოფოში მოხვდა და ის ბარრსელონასთან, 10 მაისს ჩასატარებელ შეხვედრას გამოტოვებს.
რეალმა ორივე ფეხბურთელი ნახევარი მილიონი ევროთი დააჯარიმა.