კილიან მბაპე: "სპორტული ნიღაბი ბევრჯერ შევცვალე"
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ბელგიას, ევრო 2024-ის მერვედფინალურ მატჩში დაუპირისპირდება. მთელი ტურნირის განმავლობაში ფრანგების, ლიდერს, კილიან მბაპეს დისკომფორტით უწევს თამაში და ვარჯიში. გატეხილი ცხვირის გამო მბაპე მინდორზე დღესაც სახის დამცავი ნიღბით გამოვა, ინტერვიუში კი აღნიშნავს, რომ მისთვის ასე გადაადგილება პრობლემებს ქმნის და თამაში არასრულფასოვანი ხდება.
არ მეგონა რომ ასე იქნებოდა, მაგრამ ნიღბით თამაში აბსოლუტური საშინელებაა. ბევრჯერ ვცადე და სხვადასხვა ნიღაბს ვიყენებდი, რადგან ყოველ ჯერზე რაღაც კარგად არ იყო და სულ უკმაყოფილო ვიყავი.
ძალიან რთულია თამაში, ის ზღუდავს მხედვლობას და აკავებს ოფლს. ხშირი გასწორება და თავის მოწესრიგებაა საჭირო, რომ ნორმალურად სირბილი შეძლო, ამაში კი დრო იკარგება და კონცენტრაცია გიჭირს.
როგორც კი შევძლებ მოვიხსნი, მაგრამ ახლა იძულებული ვარ ვატარო და მთელი ტურნირი ასე იქნება, რადგან სხვანაირად თამაშის უფლება არ მაქვს. - განაცხადა კილიან მბაპემ
მბაპემ ცხვირი ევროპის ჩემპიონატის საფრანგეთის პირველივე მატჩში, 17 ივნისს, ავსტრიასთან გაიტეხა. ის შეხვედრა ფრანგებმა 1:0 მოიგეს. ტრავმის გამო, კილიანმა მეორე ტურის თამაში ნიდერლანდებთან გამოტოვა, მესამე ტურში კი პოლონეთთან სპორტული ნიღბით პირველად გამოჩნდა.