Belive

ვინ გახდება რეალის ახალი 10-იანი?

3 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

2025 წლის ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ლუკა მოდრიჩის რეალ მადრიდიდან წავა, ლეგენდარული 10-ნომრიანი მაისური კი, უკანასკნელ დეკადაში პირველად გახდება ვაკანტური. ხორვატმა მაესტრომ ეს ნომერი ელეგანტურობის, ლიდერობისა და კლასის სიმბოლოდ აქცია. ახლა კითხვა ასეთია: ვინ აირჩევს მადრიდის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ ნომერს?

კილიან მბაპე: აშკარა არჩევანი?

კილიან მბაპე ამჟამად 9-ნომრიან მაისურს ატარებს, რომელსაც ადრე კარიმ ბენზემა იყენებდა. თუმცა, რადგან 10 ნომერი მისი ნომერია საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში, ის ბუნებრივად განიხილება ამ ნომრის აღების მთავარ კანდიდატად.

მბაპემ უკვე დატოვა თავისი კვალი „ბერნაბეუზე“, სადებიუტო სეზონში, 51 მატჩში 34 გოლი გაიტანა. მისი სუპერვარსკვლავის სტატუსი, გავლენა და შედეგიანობა მას 10-ნომრიანი მაისურის მორგების ძლიერ კანდიდატად აქცევს.

ჯუდ ბელინგემი: ბუნებრივი მემკვიდრე

კიდევ ერთი მთავარი კანდიდატია ჯუდ ბელინგემი. ინგლისელი, რომელიც ამჟამად ზინედინ ზიდანის პატივსაცემად, 5-ნომრიან მაისურს ატარებს. ჯუდი რეალის ცენტრალუური ფიგურაა, მისი ინტელექტი, ლიდერობა და შეტევითი უნარები მას მოდრიჩის ღირსეულ მემკვიდრედ აქცევს - როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ.

არდა გიულერი: ამბიციურობა, ახალგაზრდობა, ნიჭი

პერსპექტიულმა თურქმა ნახევარმცველმა, არდა გიულერმა, ერთხელ ახსენა, რომ მისი ოცნება, რეალის 10-ნომრიანი მაისურის მორგებაა. ამ სეზონში შეზღუდული სათამაშო დროის მიუხედავად, 19 წლის ფეხბურთელმა ნიჭიერება ყველგან გამოავლინა, სადაც შანსი ჰქონდა, რაც ამართლებს კლუბის რწმენას მისი პოტენციალის მიმართ.

რეალის 10-ნომრიან მაისურს ატარებდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ლუიშ ფიგუ, უესლი სნეიდერი, ხამეს როდრიგესი და რა თქმა უნდა, ლუკა მოდრიჩი. ხორვატმა ეს ნომერი ხამესის ბაიერნში განათხოვრების შემდეგ აიღო (2017 წელს).

სხვა სტატიები