Belive

მანჩესტერ სიტის ახალი მწვრთნელობის კანდიდატი ჰყავს

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

The Atletic-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ სიტი" პეპ გვარდიოლას მთავარ შემცვლელად ხაბი ალონსოს განიხილავს.

სეზონის ბოლოს გვარდიოლას "ქალაქელებთან" კონტრაქტი ეწურება. გამომდინარე იქიდან, რომ ესპანელ სპეციალისტს მანჩესტერში დარჩენასთან დაკავშირებით მკაფიო განცხადება არ გაუკეთებია, ალონსოს "სიტიში" მოსვლა სრულიად ლოგიკური ჩანს.

სპორტულ მედიაში წერენ, რომ ზაფხულში "ქალაქელთა" სპორტული დირექტორის ჩიკი ბეგირისტაინის გუნდიდან წასვლა გვარდიოლაზე დიდ გავლენას მოახდენს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ გარკვეული ჭორები გვარდიოლას კიდევ ერთი წლით დარჩენასთან დაკავშირებითაც არსებობს.

გასულ სეზონში ნაჩვენები შედეგით ხაბი ალონსომ აჩვენა, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მისი "ლევერკუზენი" გერმანიის ბუნდესლიგის 2023/2024 წლის გამარჯვებული დაუმარცხებლად გახდა და ჩემპიონობა ისტორიაში პირველად იზეიმა.

სხვა სტატიები