Belive

"გამაღიზიანებელია, როცა მნიშვნელოვან თამაშებს ვტოვებ" - ხულიან ალვარესი

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უკვე საკმაო ხანია, რაც ხულიან ალვარესისა და "სიტის" გზების გაყრაზე ბევრი იწერება. მიუხედავად ამისა, კონტრეტული არაფერი ყოფილა. ამჟამად, არგენტინელი თავდამსხმელი პარიზში ოლიმპიადაზე იმყოფება და საკუთარ ნაკრებს ეხმარება. სწორედ საფრანგეთის დედაქალაქიდან "ლა არანიამ" საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

დიახ, ამის შესახებ ბევრი საუბარი მიმდინარეობს. ახლა ოლიმპიადაზე ვიმყოფები და ამისთვის ვარ ფოკუსირებული. ოლიმპიადა მოკლე ტურნირია და ყურადღება არ უნდა გამეფანტოს. "სიტიში" თავს კარგად ვგრძნობ. გასულ სეზონში ბევრი სათამაშო დროც მივიღე. ოლიმპიური თამაშების შემდეგ, რამდენიმე დღით დავისვენებ და შემდეგ ვნახოთ რა მოხდება. როგორც უკვე გითხარით, გასულ სეზონში სათამაშო დრო საკმაოდ მქონდა და გამაღიზიანებელია როცა მნიშვნელოვან თამაშებს ვტოვებ. - განაცხადა ალვარესმა Clarin-თან საუბრისას

როგორც ფაბრიციო რომანო წერს, ხულიან ალვარესის წარმომადგენელი პირები და "სიტი" ფეხბურთელის მომავალზე ამ კვირაში შეხვდებიან.

სპორტულ მედიაში ხულიანის სამომავლო კლუბად ყველაზე ხშირად "ბარსელონა" მოიხსენიებოდა.

გასულ სეზონში ალვარესმა 54 მატჩი ჩაატარა და 19 გოლთან ერთად 13 ასისტიც მიითვალა.

სხვა სტატიები