,,კიკე, წადი!'' - ვილიარეალის ფანები სეტიენის გათავისუფლებას ითხოვენ
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ვილიარეალის'' გულშემატკივრები გუნდის მთავარი მწვრთნელის, კიკე სეტიენის მუშაობით უკმაყოფილონი არიან.
კვირას ,,ყვითელი წყალქვეშა ნავი'' შინ ,,მალიორკასთან'' დამარცხდა, რაც გუნდისთვის ზედიზედ მესამე წაგებაა. შეხვედრის ბოლო წუთებში ,,ვილიარეალის'' გულშემატკივრები ,,კიკე, წადი-ს'' სკანდირებდნენ.
,,მართალია, ხალხი გაბრაზდა და უკმაყოფილება გამოხატა, რადგან ეს თამაში უნდა მოგვეგო და არ გამოგვივიდა. ფეხბურთი ზუსტი მეცნიერება არ არის.
აქ მხოლოდ 8 დღეა ვართ, არც ისე ბევრი ვივარჯიშეთ, რომ სიტუაცია გამოსწორებულიყო. გუნდი მოუმატებს, შესვენება ჩემთვის კარგია,'' - განაცხადა სეტიენმა.
კიკე სეტიენი ,,ვილიარეალის'' მთავარ მწვრთნელად 25 ოქტომბერს დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 4 მატჩი ჩაატარა, 3-ში დამარცხდა, 1 კი ფრედ დასრულდა.