კიკე სეტიენმა რეალთან მოგების შემდეგ, გასახდელში ანჩელოტის სიტყვები გაიმეორა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის 28-ე ტურში ,,ვილიარეალმა'' ,,რეალს'' სტუმრად 3:2 მოუგო.
ვალენსიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა, გამარჯვება გასახდელში ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნა და გაიმეორა ის სიტყვები, რომელიც კარლო ანჩელოტიმ ,,კამპ ნოუზე'' ,,ბარსელონასთან მოგების შემდეგ, საკუთარ მოთამაშეებს უთხრა - ორივე სპეციალისტი ფეხბურთელებს დასვენების დღეს დაჰპირდა.
¿Mañana qué? #RealMadridVillarreal pic.twitter.com/E8VYLP6xA5
— Villarreal CF (@VillarrealCF) April 8, 2023
კიკე სეტიენი 2020 წლის იანვრიდან იმავე წლის აგვისტოს ჩათვლით ,,ბარსელონას'' მთავარი მწვრთნელი იყო. კატალონიელებმა სპეციალისტი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ,,ბაიერნთან'' 2:8 მარცხის შემდეგ გაათავისუფლეს.