კიელინიმ ამ მომენტისთვის საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელი დაასახელა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ტურინის ,,იუვენტუსის'' ყოფილმა მცველმა, ჯორჯო კიელინიმ, ,,პარი სენ ჟერმენის'' მეკარეს, ჯანლუიჯი დონარუმას, ამ დროისთვის საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელი უწოდა:
,,დონარუმა დღეს საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელია! სხვების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, მისი უდიდესი ნიჭის გათვალისწინებით, უმაღლესი დონის მიღწევა მხოლოდ მას შეუძლია.
ჯიჯიოს ბევრი წარმატება და დაღმასვლა ჰქონდა და საკუთარი პიროვნებიდან გამომდინარე, ძლიერი ხასიათი აქვს. იტალიაში რომ დარჩენილიყო, მისთვის ყველაფერი უფრო ადვილი იქნებოდა, რადგან პსჟ სტაბილური არ არის. ის ყველასგან განსხვავებულია და ამას ყოველთვის ამტკიცებს.'' - ჯორჯო კიელინი
ბოლო დროს, ჯანლუიჯი დონარუმა გულშემატკივრებმა ,,ნიუკასლთან'' და ,,მონაკოსთან'' შეხვედრაში გაშვებული გოლების გამო გააკრიტიკეს.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-14 ტურში, ,,ლე ავრთან'' მატჩში, იტალიელი მოედნიდან მე-10 წუთზე გააძევეს, რასაც ასევე კრიტიკა მოჰყვა. რამდენიმე დღის წინ, 24 წლის მეკარე ბუფონმა დაიცვა, რომელმაც თქვა, რომ ახლა ჯიჯიოსთვის უბრალოდ რთული პერიოდია, რასაც თავს აუცილებლად გაართმევს.