Belive

"კიდევ უფრო ძლიერები დავბრუნდებით" - სონმა გულშემატკივრებს მიმართა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის მე-11 ტურის ცენტრალურ მატჩში, "ტოტენჰემისა" და "ჩელსის" დაპირისპირება გაიმართა. ლონდონურმა დერბიმ გულშემატკივრების მოლოდინი გაამართლა და მას დაძაბული მომენტები არ აკლდა. საბოლოოდ, "ტოტენჰემ ჰოტსპურის" სტადიონზე გამართული მატჩი, "სპურსის" მარცხით, 1:4 დასრულდა.

"სპურსის" კაპიტანმა და ლიდერმა - სონმა, გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ მარცხის შემდეგ, გუნდი კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება.

გასულ ღამეს თქვენი მხარდაჭერა წარმოუდგენელი იყო. სტადიონზე განსაკუთრებული ატმოსფერო შექმენით და თქვენგან წამოსულ ენერგიას ვგრძნობდით. ჩვენ, როგორც გუნდმა შეცდომები დავუშვით და თავი რთულ სიტუაციაში ჩავიგდეთ. ამ შეცდომებზე ვისწავლით და კიდევ უფრო ძლიერები დავბრუნდებით. თანაგუნდელებისა და გულშემატკივრების გამო, საოცრად ამაყმა გავიღვიძე. - სონი.

სხვა სტატიები