Belive

სონის მაისურების გაყიდვამ, შესაძლოა, მესისას გადააჭარბოს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერლიგაში, ტოტენჰემში ათწლიანი ერთგულების შემდეგ, სადაც სონ ჰინ-მინი ნანატრ ტიტულს ელოდა (ტოტენჰემს ეს ნატვრა 17 წლის შემდეგ აუსრულდა), სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი ამერიკაში გადავიდა და ლოს ანჯელესს შეუერთდა.

ის ახლა მესის მსგავს გზას გადის - კორეელმა სწრაფად მიიპყრო ფეხბურთის ამერიკელი გულშემატკივრების ყურადღება. Front Office Sports წერს, რომ ფლორიდაში გადასვლიდან ერთი თვის განმავლობაში 500 000 „მესი 10“-ის მაისური გაიყიდა. სონი ახლა ამ სიაში მეორე ადგილზეა და დიდი შანსია, რომ ის „მესის ციფრებს გადააჭარბებს“ - ლოს ანჯელესის ოლქში 1.5 მილიონი მცხოვრებია - მათ შორის 300 000-ზე მეტი კორეელი.

როგორც Korea Times იტყობინება, სონი მესის ბილეთების ფასის მხრივაც უწევს კონკურენციას. სონის ლოს ანჯელესის კლუბში ყოფნამ, 1-ელ სექტემბერს სან დიეგოსთან მატჩის ბილეთების ფასი 300 დოლარიდან 1500 დოლარამდე გაზარდა.

სხვა სტატიები