კიდევ ერთი რუნი მანჩესტერში
10 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უეინ რუნის შვილი კაი რუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიაში ირიცხება, ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის შვილი 14 წლისაა და მანჩესტერულ კლუბში ბრწყინვალედ ასპარეზობს.
უმცროს რუნის ტრავმა აწუხებდა და 2024 წელს ბრწყინვალედ დაბრუნდა, მან "ლიდსის" წინააღმდეგ 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა, "მანჩესტერმა" შეხვედრა 6:0 მოიგო. კაიმ მატჩის შემდეგ ინსტაგრამის პირად ექაუნთზე პოსტი გამოაქვეყნა
უმცროსმა რუნიმ 2020/21 წლებში 56 გოლი და 28 საგოლე გადაცემა მიითვალა. მათ შორის ოთხი გოლი "ლივერპულთან" გაიტანა, კაიმ 13 წლამდელთა ჩრდილოეთის ეროვნული თასის ფინალში "მანჩესტერ სიტისთან" გოლიც გაიტანა, სადაც "წითელმა ეშმაკებმა" 2:0 მოიგეს.