Belive

ვინ მოიგებს ოქროს ბურთს? Goal.com-ის განახლებული რეიტინგი

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

Goal.com-მა ,,ოქროს ბურთის'' მოგების ნომინანტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

ვებგვერდის ვერსიით, ჯილდოს მოგების მთავარი ფავორიტი კვლავ საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და პარი სენ ჟერმენის შემტევი, უსმან დემბელეა.

წინა რეიტინგთან შედარებით, 2 პოზიციით დაქვეითდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ერთა ლიგის მოგების შემდეგ, პორტუგალიელმა თანაგუნდელებმა, ვიტინიამ და ნუნო მენდეშმა გადაუსწრეს:

,,14 გოლი და 11 პასი 2024-2025 წლების სეზონში; მოიგო ჩემპიონთა ლიგა, სერია A, საფრანგეთის ლიგა 1 და საფრანგეთის თასი.

კვარაცხელიას გოლებისა და საგოლე გადაცემების რაოდენობა ამ სეზონში მის თამაშის დონეს ბოლომდე არ შეესაბამება. საქართველოს ნაკრების გარემარბმა პსჟ-სთან და ნაპოლისთან ერთად ორი ქვეყნის ჩემპიონატის მოგება შეძლო და ჩემპიონთა ლიგაზე ფრანგული გუნდის ტრიუმფში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ევროტურნირის პლეი-ოფში რამდენიმე შთამბეჭდავი მომენტი, მათ შორის შესანიშნავი გოლი ასტონ ვილას წინააღმდეგ, ოქროს ბურთის გამოკითხვაში ხმის მიმცემთა ყურადღებას მიიპყრობს.'' - წერს კვარაზე Goal.com

Goal.com-ის რჩეულთა შორის, ხუთეულში მოხვდნენ უსმან დემბელე, ლამინე იამალი, რაფინია, მოჰამედ სალაჰი და კილიან მბაპე. ნომინანტთა შორის ყველაზე მეტი - 9 ფეხბურთელი პარი სენ ჟერმენიდანაა.

,,ოქროს ბურთის'' 20 მთავარი პრეტენდენტი Goal.com-ის ვერსიით:

  1. უსმან დემბელე

  2. ლამინე იამალი

  3. რაფინია

  4. მოჰამედ სალაჰი

  5. კილიან მბაპე

  6. ვიტინია

  7. ნუნო მენდეში

  8. დეზირე დუე

  9. ხვიჩა კვარაცხელია

  10. აშრაფ ჰაკიმი

  11. პედრი

  12. ჰარი კეინი

  13. რობერტ ლევანდოვსკი

  14. ჯანლუიჯი დონარუმა

  15. ჟოაო ნევეში

  16. ვიქტორ დიოკერეში

  17. ვინისიუს ჟუნიორი

  18. ჯუდ ბელინგემი

  19. ბრედლი ბარკოლა

  20. დეკლან რაისი

სხვა სტატიები