Belive

ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება ნიცას წინააღმდეგ

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-11 ტურის შეხვედრაში პარი სენ-ჟერმენმა ნიცა 1:0 დაამარცხა. პარიზელებმა გამარჯვების მოპოვება შეხვედრის ბოლო წამზე მოახერხეს, ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა გონსალო რამოშს გაუკეთა.

ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა, კვარამ 17 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 11-ში გაიმარჯვა, 4-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 3 წარმატებული გამოდგა, ბურთს 110-ჯერ შეეხო, 78 გადაცემიდან 71 ზუსტად შეასრულა (91%), ხვიჩამ ერთხელ კარისკენ დაარტყა, ხოლო ერთხელ დარტყმული დაუბლოკეს.

ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩში ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა. ქართველი სხვადასხვა სპორტულმა საიტებმა ასე შეაფასეს:

  • Sofascore - 9.1

  • Flashscore - 8.5

  • Whoscored - 8.7

პარი სენ-ჟერმენი ლიგა 1-ის ცხრილში 24 ქულით პირველ ადგილზეა (7 მოგება, 3 ფრე, 1 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით 5 ნოემბერს ჩაატარებს, მათი მეტოქე მიუნხენის ბაიერნი იქნება.

ხვიჩა კვარაცხელიას საფრანგეთის ჩემპიონატში 2 საგოლე გადაცემა აქვს, სულ ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირზე 2 გოლი და 3 ასისტი უფიქსირდება.

სხვა სტატიები