ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება მონაკოს წინააღმდეგ
საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურის შეხვედრაში "პსჟ"-მ "მონაკო" 4:1 დაამარცხა. პირველი გოლი მე-6 წუთზე ვიტინიამ გაიტანა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა, მე-17 წუთზე "მონაკოს" მხრიდან ანგარიში გაათანაბრა დენის ზაკარიამ, ამგვარად პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. მეორე ტაიმში კი პარიზული გუნდი, სადებიუტო და შესანიშნავი გოლით ხვიჩა კვარაცხელიამ 54-ე წუთზე დააწინაურა, 57-ზე დემბელემ სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიშიც სწორედ ფრანგის ანგარიშზეა, მან 90-ე წუთზე დუბლი შეასრულა.
ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 67-ე წუთზე შეცვალეს, Sofascore-მა ქართველი ფეხბურთელი 7.8-ით შეაფასა, კვარამ როგორც უკვე გითხარით 1 გოლი გაიტანა, სულ კი კარში 2-ჯერ დაარტყა, 2-ჯერ დარტყმული კი დაუბლოკეს, 4-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და წარმატებული 2 იყო, ხვიჩა ბურთს 48-ჯერ შეეხო, 34 გადაცემიდან 24 ზუსტად შეასრულა, 6 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული 3-ში დარჩა.
Whoscored-მა ხვიჩა კვარაცხელია 8.0-ით შეაფასა.
"პარი სენ-ჟერმენი" საფრანგეთის ლიგა 1-ის ცხრილში 53 ქულით პირველ ადგილზეა (16 მოგება, 5 ფრე, 0 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "ბრესტის" წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი 11 თებერვალს, 21:45 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია "პსჟ"-მ ჩემპიონთა ლიგაზე უკვე დაარეგისტრირა აქედან გამომდინარე დიდი ალბათობით კვარას მომდევნო შეხვედრაში "ბრესტის" წინააღმდეგ განაცხადში ვიხილავთ.
ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ"-ში ჩატარებულ 4 შეხვედრაში უკვე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს.