Belive

ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება მილანთან შეხვედრაში

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-ს 24-ე ტურში "მილანმა" საკუთარ მოედანზე "ნაპოლი" მიიღო და მეტოქე 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე გავიდა. ლეაუს ზუსტი პასით ტეო ერნანდესი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და გოლის გატანა არ გასჭირვებია. ნეაპოლელთა რიგებში სრულად ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ. რომელიც საკუთარი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ცდილობდა გამწვავებას და რამდენიმე წარმატებული დრიბლინგიც ჰქონდა.

sofascore-ის ვერსიით ხვიჩა კვარაცხელიამ (7.4 ქულა) დაიმსახურა, რაც მეორე საუკეთესო მაჩვენებელია ნაპოლის მეკარის, პიერლუიჯი გოლინის შემდეგ (7.6) გუნდში ყველაზე ცოტა (6.4) მაცოკიმ მიიღო.

whoscored-მა კვარა ნაპოლის საუკეთესო მოთამაშედ ჩათვალა - (7.1) შეფასებით. ხვიჩამ 15-დან 9 დუელი მოიგო, 2 გამამწვავებელი გადაცემა ჰქონდა, 4 წარმატებული დრიბლინგი და ზოგადად პასების 89%-იანი სიზუსტე.

მილანმა, თითქმის 10-წლიანი პაუზის შემდეგ, სან სიროზე, პირველად დაამარცხა ნაპოლი. ვალტერ მაცარის გუნდი 35 ქულით ცხრილის მე-9 პოზიციაზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის.

სხვა სტატიები