ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება მალიორკასთან მატჩში
პარი სენ ჟერმენმა ახალი სეზონის წინ პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და მალიორკასთან სტუმრად 0:3 დამარცხდა.
პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მოედანზე 60 წუთი გაატარა.
სხვადასხვა ვებგვერდმა ქართველი შემტევის თამაში ასე შეაფასა:
Sofascore - 6,7
Flashscore - 6,6
Maxifoot - 5
,,მარცხენა ფლანგზე გამწესებულმა ქართველმა ბევრი ეცადა, თუმცა მატჩის ბედის შეცვლა ვერ შეძლო. კვარაცხელია აქტიურობდა და თავის ფრთაზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობდა, თუმცა ხშირად კარგად აჩერებდნენ და ბოლო გადაწყვეტილებებში სიზუსტეც აკლდა. აღსანიშნავია გასაოცარი პასიურობაც იმ კუთხურის დროს, რომელსაც მალიორკას მესამე გოლი მოჰყვა,'' - წერს Maxifoot.
ხვიჩამ, რომელიც ბურთს სულ 41-ჯერ შეეხო, კარში ერთხელ დაარტყა, 10-დან 4 დუელი მოიგო და 24-დან 22 ზუსტი გადაცემა გააკეთა (92%).
პსჟ მომავალ ამხანაგურ მატჩს შაბათს, 8 აგვისტოს, მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ გამართავს.
მიმოხილვა: