ხვიჩას 101 წუთი - კვარაცხელიას შეფასება ლივერპულთან მატჩში
6 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,ლივერპული'' პენალტების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. მატჩის ძირითადი დრო ,,პსჟ-ს'' გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
პარიზული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მოედანზე 101 წუთი გაატარა.
ხვიჩამ Sofascore-სგან 7.8-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. ქართველმა შემტევმა, რომელიც ბურთს სულ 54-ჯერ შეეხო, კარისკენ 5-ჯერ დაარტყა (ერთხელ კარში), 10-დან 5 დუელი მოიგო და 30-დან 21 ზუსტი გადაცემა გააკეთა (70%).
ასევე 7.8 ქულით შეაფასა კვარაცხელიას თამაში Whoscored-მა, 7-ით კი Flashscore-მა.
,,პარი სენ ჟერმენის'' მეტოქე 1/4-ფინალში ხვალ, ,,ასტონ ვილასა'' და ,,ბრიუგეს'' შეხვედრაში გაირკვევა.