რა შეფასება დაიმსახურა კვარაცხელიამ ბრაგასთან მატჩში
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი გამარჯვებით გახსნა. ნეაპოლურმა კლუბმა "ბრაგა" 1:2 დაამარცხა. მატჩი ძირითადიდან დაიწყო ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მოედანზე 66 დაჰყო. ამ დროის განმავლობაში კვარაცხელიას გოლი არ გაუტანია. ქართველი შემტევი მაკედონიელმა ელიფ ელმასმა შეცვალა.
Sofascore-ის მიხედვით, ქართველმა შემტევმა გუნდში მეორე საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. უცხოურმა გამოცემამ "ნაპოლის" შემტევს 7.3 ქულა დაუწერა.
ამ გამარჯვებით, გარსიას გუნდმა პირველი სამი ქულა მოიპოვა და C ჯგუფში "რეალთან" ერთად პირველ-მეორე ადგილს იყოფს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ იტალიურ კლუბს მომავალი მატჩი სწორედ მადრიდში, 3 ოქტომბერს ელის.